ბოლო ამბები
17/02/2025

სოფო ჯაფარიძე ამერიკაში მიემგზავრება (ვიდეო)

გაზიარება

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აგრძელებს შეხვედრებს მოსახლეობასთან. ჭორვილის, ესპანეთისა და გლდანის ბაზრის შემდეგ, ის ემიგრანტებთან შესახვედრად ამერიკაში მიემგზავრება.

“როგორც დაგპირდით,ჩემო ძვირფასო და ძალიან საყვარელო ემიგრანტებო – მოვდივარ აშშ – ში , თქვენთან შესახვედრად!

ემიგრანტების ერთიანობას შეუძლია დაასრულოს რუსული რეჟიმი ! საქართველოს ევროპული მომავლისთვის თითოეული თქვენგანის ჩართულობა და აქტიურობა უმნიშვნელოვანესია.

შევხვდებით ნიუ-იორკში, მე მომაქვს მიხეილ სააკაშვილის გზავნილები თქვენთვის და ასევე ველოდები თქვენს წერილებს, მოსაზრებებს, რასაც მოუთმენლად ელოდება მიშა!
მას თქვენი ერთიანობის და აქტიურობის დიდი იმედი აქვს, რაც გარდაუვალ გამარჯვებამდე მიგვიყვანს”- ამბობს სოფო ჯაფარიძე.

სხვა ამბების წაკითხვა