MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მოქალაქე და წარსულში ჟურნალისტი მთვარისა ნავერიანი ამბობს, რომ მისი შვილი იყო ერთ-ერთი, ვინც ლადო ბედუკაძემ აწამა ციხეში. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბედუკაძეს ყოფილი პატიმრაი ფიზიკურად გაუსწორდა.

“მადლობა იმ ახალგაზრდას, ბედუკაძეს, რომ საკადრისად უთავაზა! ღირსეული კაცები ასე იქცევიან და ჯალათებს თუ ხელისუფლება არ სჯის და სხვა გზას არ გვიტოვებს, უარესი ელოდებათ!

ამ ახალგაზრდას უშუალოდ აწამებდა ბედუკაძე (და ახლა ნაცები არ შემომიხტეთ უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს. ნაცების აქრივისტმა დააჭერინა სულ ტყუილად.)
ბედუკაძე აწამებდა ჩემს შვილსაც და უამრავ ახალგაზრდას გაუმწარა სიცოცხლე!

ხელისუფლება თუ არ აგებინებს პასუხს, მაშინ ჩვენ ყველა ერთად თუ ცალცალკე სადაც წავაწყდებით თავად მოვთხოვთ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს.
ვისაც ბედუკაძე გმირი გგონიათ, გვკითხეთ ჩვენ. ვისაც შვილები გვიწამა.
დარწმუნებული ვარ ანგარებით გამოიტანა კადრები ციხიდან!
ფულის სუნი ეცა ამ ტურას. ლეშიჭამიას. ხელები უნდა დაემტვრიათ მისთვის როგორც ის უმტვრევდა.

ამ არაკაცს უამრავი ცოდვა ადევს და ბევრი ციხეში დაღუპული მის კისერზეა! ვენაცვალე შენს მარჯვენას ჩემო ვაჟკაცო! პროკურატურის და პოლიციის საყურადღებოდ კი ვიტყვი რომ დამნაშავეები დასაჯეთ სანამ ჩვენ არ დაგვიწყია მათი დასჯა!”– წერს მთვარისა ნავერიანი.

თქვენი კომენტარი?