სახლში მივდივარ დენი უნდა ავანთო და რუსულია, პურის ჭამა აღარ მინდა იმიტომ, რომ ხორბლის 95 პროცენტი რუსეთიდან შემოდის – ნიკა ჩერქეზიშვილი

446
ნახვა/წაკითხვა

სახლში მივდივარ დენი უნდა ავანთო, რუსულია, პურის ჭამა აღარ მინდა იმიტომ, რომ ხორბლის 95 პროცენტი რუსეთიდან შემოდის”- განაცხადა “ლელო”- წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა 16 ნოემბერს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში უმეტესობას უკვე რუსები წარმოადგენენ.

“ყოველდღიურობაში რასაც ვაწყდები, დილით ვიღვიძებ, ჩავდივარ სკვერში რომ გავიჯანსაღო სხეული და გონება – ფეხბურთის მოედანია და რუსები თამაშობენ, კალათბურთის მოედანია – რუსები თამაშობენ, სახლში მივდივარ დენი უნდა ავანთო, რუსულია, პურის ჭამა აღარ მინდა იმიტომ, რომ ხორბლის 95 პროცენტი რუსეთიდან შემოდის, სამსახურში მივდივარ წინ რუსული ნომრებით მანქანა მიდგას”- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ უნდა გატყდეს ვირტუალური ფანჯარა, გამოვიდნენ სატელევიზიო სტუდიებიდან და მაგალითი აიღონ თამაზ გინტურიზა და ლაზარე გრიგორიადისისგან.

ავტორის შესახებ

___________________________