ქრისტიანებო და მორალისტებო, თქვენ გეკითხებით – ბაია პატარაია

358
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ბაია პატარაია


“კარგი, გავიგე, რომ თქვენ თანაგრძნობას დამსახურება უნდა, მსხვერპლი ავტომატურად არ იღებს მას. და მარტო კარგი ქალები და მარტო კარგი კაცების ბედი გაწუხებთ. (თუმცა მახსოვს ძალიან ცუდი კაცების ბედზე როგორ მოსთქვამდით ცოცხების სკანდალის დროს.

დამშშვიდდი, მაშინ უფრო სწორი იყავი ვიდრე დღეს, როცა არ გადარდებს სხვის მიმართ ჩადენილი თავხედური უსამართლობა). 
მაგრამ ცალკე აღებული ენითაღუწერელი სითავხედის დანაშაულები არ აღგაშფოთებთ? თუ რახანც თქვენთვის არმოსაწონ ან საძულველ ადამიანს მიემართება ასეთი ტიპის დევნა, გგონიათ, თქვენ არ გეხებათ?

სერიიდან: კანონიერ ქურდს თუ ცოცხს გაურჭობენ, თმებს დავიგლეჯ, მაგრამ ბესელიას თუ კადრებს გამოუდებენ, ან ხაზარაძეს ბანკს აახევენ – ფეხზე მკიდია, ღირსები არიან…
საიდან ასეთი ორმაგი სტანდარტი? პირველ დანაშაულს თუ წყობილებიდან გამოვყავდით, მეორეს როგორ ვუდგებით ფარული თუ ღია კმაყოფილებით?

ნუთუ ისევ ქართველი კაცის ტრ%%ის სიწმინდემდე დადის ბოროტების მიმღებლობა-არმიმღებლობა ამ ქვეყანაში? ჰა? ქრისტიანებო და მორალისტებო, თქვენ გეკითხებით – რა პრინციპით არჩევთ, როდის აღშფოთდეთ თავხედურ და სასტიკ დანაშაულებზე? მაინცადამაინც უკანალი უნდა ერიოს საქმეში და ისიც მხოლოდ მამრობითი?
(ეს კითხვები რიტორიკულია და სარკასტული.

ამ უკანასკნელს ვერ იგებს “ბროკოლდეფიციტური” ერი და აჰა – მათ გასაგონად განვმარტავ).

თქვენი კომენტარი?
IMG.GE