MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ლადო ბედუკაძე


ე.წ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს. მიუხედავად იმის, რომ მედიასაშუალებად არ აღგიქვამთ და „ნაციონალური სექტის“ პროპაგანდისტულ, ბინძურ მანქანად ხართ ქცეული, იმის გათვალისწინებით, რომ შესანიშნავად გამოგდით გაუცნობიერებლ, საქმეში ჩაუხედავ უბრალო ადამიანების ფსიქიკით, ქვენაგრძნობებით მანიპულირება, სწორედ ამიტომ განვმარტავ:

1. თქვენს მიერ მომზადებული ე.წ. სიუჟეტები ბედუკაძის „დანაშაულებრივი ქმედების“ შესახებ ვერავითარ ჟურნალისტურ კრიტიკას ვერ უძლებს. თუ, გამოძიებისთვის რაიმე ახალ ინფორმაციას ფლობთ, ძალიან კარგად იცით ვის ან სად უნდა მიმართოთ.
თუმც, ამაზე თქვენი პასუხიც ნათელია: არ ენოდბით გამოძიებას, არ გჯერათ და არ გწამთ სამართალდამცავი ორგანოების ობიექტურობის, თქვენ მხოლოდ თქვენი ბელადის „სამართლიანი სასამართლოსი“ გჯერათ.

2. თუმც,ისიც იცით, რომ თქვენს მიერ 2012 წლის სექტემბერის თვეში N 8 საპყრობილის მსჯავრდებულთა დაკითხვის აფიშირებული ჩვენებები, ისევ და ისევ თქვენი მამამარჩენალი სააკაშვილის კონტროლირებადი სამსახურების -პროკურატურის, სოდ-ის და კუდ-ის მართულ თანამშრომელთა მიერაა ჩამორთმეული ერთადერთი მოტივით- მაქსიმალურად გამოკვეთილითო ბედუკაძის ბრალეულობა და აქცენტი გადატანილიყო ანგარებით დანაშაულზე, რაც მაშინ არ გამოგივიდათ და ვერც ვერასდროს გამოგივათ. 
ანალოგიური სიცრუის ტირაჟირების მცდელობას ჰქონდა ადგილი თქვენს მიერ ჩემს და ჟურნალის ნ. ჯღარკავას შორის არარსებული ე.წ. მიმოწერის შეთხზვისას.

3. ისიც კარგად იცით, რომ ე.წ. ციხის კადრების საქმის გამოძიებისას საქმეში გამავალ ბრალდებულთა და დაზარალებულთა 99% დაკითხულია სწორედ საააკშვილ-ადეიშვილ=ზოდელავას მორჩილებადი სამსახურების მიერ საპროცესო ნორმების ყოველგვარი დარღვევით- სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში, ადვოკატის გარეშე, ღამის საათებში, იძულებით, შანტაჟით, ჩვენების გადათქმისას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მუქარით. ნებისმიერმა უფლებადამცველმა იცის ამის მნიშვნელობა. 

4. ზუსტად იცით, რომ ჩემი ქმედების სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა უშუალოდ სააკაშვილმა განსაზღვრა. 
ადეიშვილის პროკურატურის „გამოკვეთილია“ საქმეში გამავალ პირთა წრეც, ვისი მეშვებითაც მე თითქოსდა „ვდგამდი აღნიშნულ სცენებს“ და „ვვაჭრობდი საბოლოო პროდუქტით“. არ დაივიწყოთ , რომ აღნიშნულ საქმეს თავდაპირველად პროკურატურის სწორედ „ანტიკორუფციული დეპარტამენტი“ იძიებდა. 

5. ბევრჯერ მითქვამს და ვიტყვი, რომ დედამიწის ზურგზე ბედუკაძეს არავინ და ვერავინ აიძულებდა გამოეტანა საპყრობილედან რეჟიმის მამხილებელი კადრები, საფრთხის ქვეშ ჩაეგდო პირადი და ახლობლების უსაფრთხოება, მტრად მოეკიდებინა აგრესიული სექტა- თქვენის სახით, დღემდე ყოფილიყო თავდასხმის, მუქარის, შანტაჟის , შეურაცხყოფის ობიექტი ,გარდა სამშობლოს და ადამიანის სიყვარულის. უშეცდომო არავინაა, თქმულა- ქვა მან მესროლოს ვინც ჩემზე უცოდველია-ო. 

6. ობიექტურ მედიად აღგიქვამდათ საღი აზროვნების საზოგადოება, რომ თქვენს ე.წ. სიუჟეტებში გაგეშიფრათ ის სქემა, რითაც სააკაშვილის რეჟიმი მოქმედება მისი მმართველობის წლებში. დაგესახელებინათ:

– დამკვეთი (მაგ: სააკაშვილის, ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვ.), 
– ადამიანთა „გაკულაკება“- გაუბედურების, დაკავების ბრძანების უშუალო შემსრულებლები, (პოლიციის თანამშრომელთა გარკვეული კონკრეტული წრე), 
– პროკურატურის კონკრეტული თანამშორმლები გვარ-სახელებით , ვინც უსაფუძვლო ბრალს უყენებდნენ მსხვერპლს,

– მოსამართლეები, რომლებიც პროკურატურის ნოტარიუსად იყვნენ ქცეული და წინასწარცნობილ სასჯელის ზომას საზღვრავდნენ, 
– ნოტარიუსები, რომელბიც ღამის საათებში ცხადდებოდნენ ციხეებში და აფორმებდნენ ქონების „ნებაყოფლობით“ გადაფორმებას,

– სისტემის ჯიბის ადვოკატები, რომლთა მიზანი ბრალდებულ პირთა „დანაშაულზე“ დაყოლიება და ბრალდებულ- პროკურატურას შორის ვაჭრობის სფერო გახლდათ,
– და ბოლო ინსტანცია ციხის, საპყრობილის, როგორც მაშინ პატიმრები ხუმრობით უწოდებდნენ -“ადამინათა შემნახველი საკანის”, სადაც ხდებოდა მათი “დალომბადება” , ხარკის საბოლოო გადახდამდე, ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ სააკაშვილ-მერაბიშვილის, პროკურატურის, სოდ-ის თუ კუდ-ის უკანონო დავალებებს ასრულებდნენ.

სააკაშვილის სისტემის ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ იტყვის, რომ მე მათთან მქონია დანაშაულებრივი კავშირი და მათი უკანონო ბრძანება შემისრულებია! 

– და კიდევ, ამ სქემიდან გამომდინარე არ დაივიწყოთ ასევე, თქვენი ე.წ ტელეკომპანიის შეფის -ნიკოლოზ ანზორის-ძე გვარამიას პროკურორობის დროს სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაცვლილი 101 ადამიანი, (2007 წელი) , სააკაშვილის რეჟიმის პირობებში საპყრობილეებში გარდაცვლილ 801 ადამიანთა სულები.

აი, ამ დეტალების გამოშკარავება არ გინდათ და ამის გეშინიათ სწორედ! 
ან, გრძნობს კი მორალურ პასუხისმგებლობას მათ გარდაცვალებაში ნიკოლოზი, თუ კვირაობით ერის დამმუნათებლის მანტია ჯერ არ გაცვეთია?

p.s. როგორც წერილში ავღნიშნედა ვვარაუდობდი: სექტანტების ტელრხედვის სტუდიას არსად უთქვამს თუ როგორ და ვის მიერაა ჩამორთმეული ეს ჩვენებები, 2.საქმეში

არანაირი საიდუმლო მასალები არ არსებობს, 
3. ბედუკაძეს არასდროს არსად არანაირი” დანაშაული”არ უღიარებია.
არადა, მათი მეთოდები რაც მე მინახავს რომის პაპობასაც აღიარებდა ნებისმიერი.

თქვენი კომენტარი?