გურჯაანის რაიონის სასამართლოს განცხადება მისი თავმჯდომარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

279
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილის შესახებ, რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საპასუხო განცხადება ვრცელდება.

“გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე დავით ნარიმანიშილმა 2017 წლის თებერვალში საქართველოს ბანკიდან აღებული იპოთეკური სესხით და მის მიერ გაყიდული ბინიდან მიღებული თანხით ვადაზე ადრე სრულად დაფარა ბანკი „რესპუბლიკიდან“ აღებული სესხი. თუმცა იმის გამო რომ „რესპუბლიკა“ და „თიბისი“ ბანკი გაერთიანდა დაფარული სესხის შესახებ ცნობა მოსამართლემ დროულად ვერ მიიღო. აღნიშნულის გამო გაჭიანურდა მ. უორდროპის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული იპოთეკის მოხსნა.

დავით ნარიმანიშვილმა „თიბისი“ ბანკიდან იპოთეკის მოხსნაზე თანხმობა 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში მიიღო, განცხადება იპოთეკის მოხსნაზე კი საჯარო რეესტრში 2018 წლის 17 დეკემბერს , 16:09 წუთზე დარეგისტრირდა. იპოთეკის მოხსნისა და დავით კირკიტაძის დაკავების ვადების ერთმანეთთან დაკავშირება აბსურდია, იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა სესხი 2017 წლის თებერვალში სრულად დაფარა.

სამწუხაროა, რომ ინტერნეტ გამოცემებმა სტატიის გამოქვეყნებამდე ინფორმაცია არ გადაამოწმეს და ნებსით თუ უნებლიედ მოსამართლის მიმართ გავრცელდა ცილისმწამებლური ინფორმაცია.”– ნათქვამია გურჯაანის რაიონის სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ვებ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ნარიმანიშვილმა, რომელიც არის დავით კირკიტაძის საქმის მოსამართლე, მისი დაგირავებული ქონება იმ დღეს გამოიხსნა, რა დღესაც კირკიტაძეს პატიმრობა შეუფარდა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE