“ცხადია, პერსონალურად ,,უცნობი” თავად არაფერს წარმოადგენს, ერთი უწიგნური და უმაქნისი ტიპია, მაგრამ ის სახეა ,,ქართველის” ერთი კატეგორიისა.”- წერს სოციალურ ქსელში ვახო სანაია, რომელიც ეხმიანება “უცნობის” ახალ სიმღერასა და ვიდეოკლიპს.
“ამ გრეჩიხებს ფული სულ ჰქონდათ. მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. სიღარიბე მათ არსებობას აზრს უკარგავს. ამიტომ გაყიდიან ყველაფერს – საპროტესტო აქციებს, ხალხს, მეგობარს, ოღონდ ფული ჰქონდეთ ძალიან ბანალური ფუფუნებისთვის, პრივილეგიებისთვის. უტყდებათ უფულობა. ოღონდ სიღარიბე არა და ყველაფერს იკადრებენ. თან სიღარიბე ის კი არაა მათთვის, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ, არამედ ის, თუ მილიონები არ ექნებათ.
რას აკეთებენ ცხოვრებაში – არაფერს. უსაქმურები არიან. უბრალოდ, ქვეყნის გაყიდვით არიან დაკავებული.
ხომ აგინებენ ევროპას, მაგრამ ,,პაკუპკებისთვის”, დასვენებისთვის იქაურობა უნდათ. ბანალური რუსული ამბავია. რუსეთია მათი კომფორტული სივრცე – ფიქრობენ, რომ საქართველოს გარუსებით სულ ექნებათ ფული. რეალურად რუსები არიან ქართული გვარით.”– წერს ვახო სანაია.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს