ელენე ხოშტარიას სახლის მიმდებარედ მისი პლაკატები გააკრეს რომელზეც მისი ფოტო რუსული რუბლის ფონზეა გამოსახული.
მსგავსი ფოტო გააკრეს ზურაბ ჯაფარიძის სახლთანაც.
ფაქტს გამოეხმაურა ელენე ხოშტარია, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:
“ძალიან სასაცილო და მდაბიო ქოცებო, ზურას ჩემ და სახლთან გააკრეს ჩვენი შეურაცხმყოფელი პლაკატები. ზუსტად სახლის გასწვრივ.
ჩემი ოთხივე შვილი იზრდება ისე, რომ იციან რას ვაკეთებ და რატომ. ეს გამოკრულები ჩვენთვის უღირსობის გაკვეთილების ახსნა იქნება, მიხარია, როცა ჩემ შვილებს შემიძლია ავუხსნა კონკრეტული მაგალითებით რა არის უღირსობა.
კარგად გაიგებენ, ისევე როგორც აქამდე გაუგიათ. ოღონდ აი თქვენ ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ”– წერს ელენე ხოშტარია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს