ქარიან ამინდში ღია ტიპის გამათბობლის ან გამაცხელებლის ჩართვა საშიშია

316
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ქარიან ამინდში არსებობს იმის საშიშროება, რომ ღია ტიპის გამაცხელებლიდან ან გამათბობლიდან გაზის ნამწვი სახლში შემოვიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ყაზტრანსგაზ თბილისი” ავრცელებს.

“ქარიან ამინდში დანადგარებიდან მომდინარე საფრთხეები მნიშვნელოვნად იზრდება! შესაბამისად, იმ მოქალაქეებს, ვინც ჯერ კიდევ ღია წვის კამერიან გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს იყენებს, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გამორთონ ისინი და დაუკავშირდნენ „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, ჩვენი სპეციალისტები სრულიად უფასოდ დაგეხმარებიან მკვლელი დანადგარების დემონტაჟში.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, შეცვალეთ მკვლელი დანადგარები თანამედროვე, უსაფრთხო, დახურული წვის კამერიანი მოწყობილობებით! საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 114. ზარი უფასოა” – ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE