ბოლო ამბები
13/09/2024

10 წელი შესრულდა “ევრომაიდნიდან” რომელიც უკრაინის საზღვრებს სცდება და ქმნის ახალ ევროპულ მომავალს – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება

10 წელი შესრულდა ევრომაიდნიდან, რომელიც უკრაინის საზღვრებს სცდება, ქმნის ახალ ევროპულ მომავალს”– წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება 2013 წელს, უკრაინაში, მაიდნის რევოლუციური პროცესების 10 წლისთავს.

“პატივს მივაგებთ თავისუფლებისა და ღირსების მტკიცე ათწლეულს.

2023 წელს 10 წელი შესრულდა ევრომაიდნიდან, რომელიც უკრაინის საზღვრებს სცდება, ქმნის ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპულ ოჯახში ერთიანდებიან”– წერს ზურაბიშვილი.

რა არის ევრომაიდანი?

ეს არის 2013 წლის 21 ნოემბერს, უკრაინაში დაწყებული სამოქალაქო პროტესტების ტალღა, რაც გამოიწვია უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების მიერ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერებამ.

სხვა მიზეზები იყო სოციალური უსამართლობა, კორუფცია ძალოვან და სასამართლო ორგანოებში და ა.შ.

სახელი „ევრომაიდანი“ მოვლენებმა სოციალურ ქსელებში და მასმედიაში მიიღეს. 29-30 ნოემბერს ოპოზიციური აქტივისტების დაშლის შემდეგ გამოსვლებმა აშკარა ანტიპრეზიდენტული ხასიათი მიიღეს.

2014 წლის 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა, (ოპოზიციამ ისინი დიქტატორულად აღიარა) რომლებიც ამკაცრებდა სასჯელს მასობრივ არეულობებში მონაწილეობის მიღებისთვის აქტივისტების დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია, გაჩნდა პირველი მსხვერპლი. გარდა ამისა, პროტესტი კიევის ფარგლებს გასცდა და მთელი უკრაინის ტერიტორია მოიცვა.

მალევე ოპოციამ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

გარდა ამისა, უკრაინის დასავლეთ ნაწილში ოპოციურმა აქტივისტებმა ძალით აიღეს სახელმწიფო ინსტიტუტების შენობები. დაძაბულმა სიტუაციამ პრეზიდენტ იანუკოვიჩს დათმობებისკენ უბიძგა.

მან დაითხოვა ნიკოლოზ აზაროვი და მისი მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ პროტესტები არ წყდებოდა. 18 თებერვალს სიტუაცია განსაკუთრებულად დაიძაბა: მომიტინგეები პოლიციას შეეტაკნენ, იყო მსხვერპლი. 21 თებერვალს იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა უკრაინის კრიზის რეგულაციის შეთანხმებას და იმავე დღეს კიევი დატოვა.

სხვა ამბების წაკითხვა