ჩამიზუსტეთ თუ შეიძლება: სად იყო და რას აკეთებდა იმ დღეს ბიძინა ივანიშვილი, კალაძე, ბახტაძე?

366
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეკომპანია კავკასიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ჯანგირაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და კითხულობს, თუ სად იყვნენ ის ადამიანები მაშინ, ვინც დღეს ხელისუფლების სათავეში არიან.

“ვინც საჯარო სივრცეში ვართ, მეტ–ნაკლებად ყველა ვიცი ვინ სად ვიყავით 2007 წლის 7 ნოემბერს. და სანამ დამარწმუნებთ, რომ ამ დღის გამო როგორმე ბიძინა ივანიშვილის და ოცნების მახინჯი ძალაუფლება უნდა გადავარჩინო არჩევნების მეორე ტურში, ჩამიზუსტეთ თუ შეიძლება: სად იყო და რას აკეთებდა იმ დღეს ბიძინა ივანიშვილი? სად იყვნენ: კახა კალაძე, მამუკა ბახტაძე, ირაკლი კობახიძე – ანუ ოცნების ხელისუფლების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები.”– წერს ნინო ჯანგირაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE