ბოლო ამბები
11/12/2024

როგორ ავიღო ავტო სესხი სწორად?

გაზიარება

როგორ ავიღო ავტო სესხი სწორად?


ავტომობილს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. ის გვაძლევს შესაძლებლობას დამოუკიდებლად და კომფორტულად გადავაადგილდეთ დიდ მანძილებზე ამინდისდა მიუხედავად. თუმცა დამეთანხმებით რომ ასეთი ფუფუნების ნივთის ყიდვა არცისე მარტივია საკუთარი შემოსავლებითა და დანაზოგებით. სწორედ ასეთი პრობლემის მოგვარებისათვის მოიფიქრეს ავტო სესხი. 

ავტო სესხი გაიცემა საკრედიტო კომპანიების მიერ. ყველაზე მთავარი და კომფორტული ისაა, რომ მომხმარებელს შეუძლია მანქანის მართვა გირავნობით, მაშინაც კი როცა აქვს ავტო სესხი. ამ ხერხთ შესაძლებელია მანქანის ღირებულების 100%-მდე თანხის მიღება, და ამისთვის საჭიროა მხოლოდ რამდენიმე მარტივი დოკუმენტის წარდგენა. ესენია –

  • ავტომობილის შეფასება;
  • ღირებულების დადგენა;
  • ავტომობილის ტექნიკური პასპორტი;
  • პირადობის მოწმობა;

ავტო სესხი თანხის მიღების უფრო მარტივი გზაა, ვიდრე სხვა სამომხმარბლო ან ონლაინ სესხი. თუმცა როგორც სხვა სესხების შემთხვევებში, აქაც თქვენი საკრედიტო ხაზი მნიშვნელოვანია თანხის მიღებამდე. 

ავტო სესხი მოითხოვს ავტო დაზღვევას?

კრედიტორებისთვის მანქანა არის გარანტი, რომ თანხას ნებისმიერ შემთხვევაში დაიბრუნებენ. ეს პირობა კი თავის მხრივ იმას იწვევს, რომ ბევრ საკრედიტო კომპანიაში ავტო სესხი გაიცემა ავტომობილის დაზღვევის წინაპირობით, რაც იმას გულისხმობს, რომ სადაზღვეო კომპანია ვალდებულია მანქანის დაზიანების ან სხვა უბედური შემთხვევების დროს აანაზღაუროს მანქანის ფინასური ვალდებულება. 

რა უნდა გავითვალისწინო სანამ ავიღებ ავტოსესხს?

  1. შეისწავლეთ რით განსხვავდება ავტო სესხი ავტოლიზინგისგან და აირჩიეთ ის, რომელიც თქვენთვის უფრო მისაღებია;
  2. გაითვალისწინეთ სესხის აღების ვალუტა – ბანკების უმეტესობა სესხს გასცემს დოლარში. იმის გამო რომ ჩვენი ვალუტა საკმაოდ არასტაბილურია, შეიძლება საბოლოოდ იმაზე მეტის გადახდა მოგიწიოთ ვიდრე გქონდათ გათვლილი.
    1. ლიბერთი ბანკი ერთ-ერთია იმ ბანკებს შორის, სადაც შეგიძლიათ აიღოთ ავტო სესხი ლარში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტის მერყეობა არ იმოქმედებს თქვენს გადასახდელ თანხის ოდენობაზე. 
  3. დააზუსტეთ დამატებითი ხარჯების არსებობა 
    1. დააზუსტეთ ვინ გადაიხდის დაზღვევის თანხას, ასეთი პირობის არსებობის შემთხვევაში;
    2. განსაზღვრეთ სესხის გაცემის საკომისიო;
    3. განსაზღვრეთ სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიო;
  4. გაითვალისწინეთ რომ თქვენი საკრედიტო ხაზი გავლენას ახდენს სესხის და პროცენტის მოცულობაზე. კარგი საკრედიტო ხაზი ამცირებს პროცენტის და ზრდის თანხის მიღების რაოდენობას. 

 

თუ ფიქრობთ აიღოთ ავტო სესხი, მეტი ინფორმაციის მისაღება შეგიძლიათ ეწვიოთ ლიბერთი ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერს https://www.libertybank.ge/ka/ 

 

სხვა ამბების წაკითხვა