თავად ეს ქალბატონი , თავისი ვიდეო-სექს-საგანმანათლებლო მიმართვებით, მე პირადად, არ ”მოვიხიბლე” – თამარ ჩარკვიანი

555
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

 

ბოლო ორი დღეა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა სექსუალურ აღზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას და მის ავტორს, რომელიც ამბობს, რომ ემუქრებიან. აღნიშნულ საკითხს ეხმიანება პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართალი”-ს დამფუძნებელი თამარ ჩარკვიანი, რომელიც ამბობს:

“მუქარა – კატასტროფაა , ერთმნიშვნელოვნად უნდა გავემიჯნოთ, მუქარას და ძალადობას, მაგრამ თავად ეს ქალბატონი , ( ხატია ახალაია)თავისი ვიდეო-სექს-საგანმანათლებლო მიმართვებით, რამდენად კომპეტენტურია და სარგებლის თუ პირიქით, უარყოფითი შედეგის მომტანი, ეს ნამდვილად მსჯელობის და განხილვის საგანია.

მე პირადად, არ ”მოვიხიბლე”, (რბილად, რომ ვთქვათ) ამ ტიპის, ძალზე სადაო და საკამათო ”საგანმანათლებლო” ვიდეო-პროგრამით. ან ნებართვა არ სჭირდება? ან განათლების სისტემა სად ”ჯანდაბაშია”?! ასე თვითშემოქმედებით, ბავშვებთან საუბარი, ცოტა არ იყოს საკვირველია და ფრიად თამამი გადაწყვეტილებაა და სულაც, სავსებით შესაძლებელია გამოუსწორებელი შეცდომის მომტანი იყოს.

მე პირადად, განათლების სამინისტროს ვთხოვ პასუხს, რადგან, მათი არაკომპეტენტურობის შედეგია, ამ ახალგაზრდა სექსოლოგის თვითშემოქმედება. ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ბავშვებთან საუბარს, მნიშვნელოვანია, სად, როდის, რომელ ასაკში აძლევ მათ ამ ტიპის ინფორმაციას.

ცოტა ფრთხილად ბატონებო, ცოტა ფრთხილად! რა უბედურებაა , რა ხდება ამ განათლების სისტემაში?! ისე კი გეტყვით, რომ ამ ხატია ახალაიას, 4 წლის ბავშვთან საუბრის შემდეგ, ჩემი ბებია და ბაბუა მომენატრა ძლიერ და ჩავეხუტებოდი მაგრა ცოცხლები, რომ იყვნენ! ვისაც გყავთ ცოცხლები ბებიები და ბაბუები, ( ხატიას) რჩევას არ დაუჯეროთ და მაგრად ჩაეხუტეთ ბავშვებო”- წერს თამარ ჩარკვიანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE