ბოლო ამბები
12/12/2024

“ვარდების რევოლუციის” მონაპოვარმა ქვეყანას ასწავლა განსხვავებული აზრის მნიშვნელობა, სიტყვის თავისუფლება – ეკა ხერხეულიძე

გაზიარება

გავიხსენოთ აბა, რა დროიდან გვახსოვსქსენოფობი, ჰომოფობი, ანტისემიტი, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები, და ა.შ… ჰოდა, ქვეყანას ეგ ასწავლა ვარდების რევოლუციამ”- წერს სოციალურ ქსელში ეკა ხერხეულიძე, რომელიც ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს.

“მე რომ მკითხოთ, ვარდების რევოლუციის მთავარი მონაპოვარი, გარდა იმისა, რაც ყველამ ვიცით და ცალსახად ასეა – საძირკველი გახდა ქართული სახელმწიფოებრიობისა, მაინც ის მგონია,რომ საქართველოში პირველად გაჩნდა მოქალაქე, თავისი უფლებებით და მნიშვნელობით.

მას მერე, ჩვენ,ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ბევრი რამ მოგვწონს, ან არ მოგვწონს, ვკამათობთ, მაგრამ უდავოდ ვვითარდებით. თან,ეს ისე ბუნებრივად ხდება,რომ ხშირად არც გვახსოვს, როგორი უუფლებო და უძალო იყო თითოეული ჩვენგანის რწმენა, ღირებულებები და ფასეულობები.

ვამბობ მოქალაქეს და იგულისხმება დასავლური ფასეულობებისკენ მსწრაფი მოთხოვნილებები.

ამ დღის მონაპოვარმა ასწავლა ქვეყანას განსხვავებული აზრის მნიშვნელობა, უმცირესობაში მყოფის დაცვა, კანონისადმი პატივისცემა, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მორჩილება, ტაბუდადებულ თემებზე ნამგალის და უროს აყრა, თვითმყოფადობის აღიარება, ნიჭსა და უნიჭობას შორის პატიოსანი კონკურენცია, ძალმომრეობის უპატივცემლობა, სიტყვის თავისუფლება..

ეს უდიდესი მონაპოვარია, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებების ერთგული ადამიანები, თუ მანამდე მუდმივად უმცირესობაში იყვნენ, ბევრი შეცდომის მიუხედავად, ვარდების რევოლუციამ სახელმწიფოებრიობის სიმაღლეზე ასწია ის, რაც თანამდედროვეობასთან დღეს ასე გვაახლოებს..

მანამდე კი იყო ის, რაც იყო..სიტყვის თავისუფლება კი არა, ხშირ შემთხვევაში, იმ სიტყვების განმარტებები არ იცოდა ბევრმა, რაზეც ახლა მკაცრად აკრიტიკებენ მას, ვინც პირველმა მოუწოდა ხალხს ამ ტერმინების და რაც მთავარია, შინაარსის პატივისცემისკენ.

გავიხსენოთ აბა,რა დროიდან გვახსოვს ქსენოფობი, ჰომოფობი, ანტისემიტი, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები, და ა.შ… ჰოდა, ქვეყანას ეგ ასწავლა ვარდების რევოლუციამ”– წერს ეკა ხერხერულიძე.

სხვა ამბების წაკითხვა