მე ვერავინ გამრიცხავს, არავინ მელაპარაკება მე ამ ტონით და ამ ფორმით – ეკა ბესელია

255
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ადასტურებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი “ქართული ოცნებიდან” მისი გარიცხვის შესახებ, ბესელია ამბობს, რომ ამ ტონით და ამ მოთხოვნებით მას არავინ ესაუბრება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი.

„მე ვერავინ გამრიცხავს, ასეთი საუბარი ჩემთან – გაგრიცხავ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს პარტიის ლიდერსაც, პარტიის თავმჯდომარეს, არავინ მელაპარაკება მე ამ ტონით და ამ ფორმით,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE