23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ბიძინა ივანიშვილმა ნაც.მოძრაობის გასამართლებასთან დაკავშირებით “პატრიოტთა ალიანსი”-ს რეზოლუციაზე მის უმრავლესობას მხარი არ დააჭერინა

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, როდესაც “პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტში შეიტანა რეზოლუცია ნაც.მოძრაობის გასამართლებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა მხარი არ დააჭერინა მის გუნდს. ამ საკითხზე გოგიჩაიშვილმა 25 ნოემბერს, ტვ “პირველი”-ს ეთერში ისაუბრა.

გოგიჩაიშვილის თქმითვე,  მაშ მხარი დაუჭირა აღნიშნულ რეზოლუციას და ამის შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვა მმართველი პარტია.

“ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც თავისი უმრავლესობის წევრებს მხარი არ დააჭერინა პატრიოტთა ალიანსი”ს რეზოლუციას ნაც.მოძრაობის გასამართლებასთან დაკავშირებით და მე დავუჭირე მხარი, ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს სისტემა გასამართლებულიყო და ამის გამო, პროტესტის ნიშნად დავტოვე “ქართული ოცნება”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.