23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

რაც პარტიაში ხდება, ესაა “კვიპროსის კლუბის” გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობაში ჩამოყალიბდა ე.წ მდუმარე მილიონერთა კლუბი – მურთაზ ზოდელავა (ვიდეო)

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

რაც პარტიაში ხდება, ესაა “კვიპროსის კლუბის” გადაწყვეტილებები, მერე როდესაც აღმოჩნდება რომ ეს გადაწყვეტილებები პრობლემურია, გაახსენდებათ მიშა და ატენიან მიხეილ სააკაშვილს.” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა (მელიას გუნდიდან) მურთაზ ზოდელავამ 24 ნოემბერს, “მთავარი არხი”-ს ეთერში სტუმრობისას.

მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე პროცესები იმართება ე.წ კვიპროსის კულიბიდან (დავით კეზერაშვილისგან) და ე.წ მუნჯად დაყუდებული მილიონრებისგან, რაც ანგრევს პარტიას.

<>

“სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობაში ჩამოყალიბდა ე.წ მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც თავისი ბიზნესწილები ამძიმებთ, რომ ჩაერთონ რეალურ ბრძოლაში და პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ამის ფონზე ამომრჩეველთა 65% თვლის, რომ ყველა ერთნაირია, არა არ ვართ ერთნაირები, თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა გაყო პარტია ორ ნაწილად, ხალხი ვინც შეითქვა და წესიერი, მებრძოლი”- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.