ბოლო ამბები
12/12/2024

დავით თარხან-მოურავის ვაჟი მოულოდნელად გარდაიცვალა

გაზიარება

პატრიოტთა ალიანსის დამფუძნებლის, დავით თარხან-მოურავის ვაჟი, იორამ თარხან-მოურავი 35 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ირმა ინაშვილი ავრცელებს:

“ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, გადავწყვიტე დავწერო. დღეს უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი. უკარგესი ადამიანი.

უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი. იორამი 35 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმაა. მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი. იორამი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ჯერ ზუსტად ვერ ვწერ, როდის ჩამოვასვენებთ, სად დავასვენებთ და როდის იქნება პანაშვიდი და გასვენება.

ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო… ჩვენი შვილები უნდა წერდნენ ჩვენი გარდაცვალების შესახებ და მე ვწერ… აღარ მესმის არაფერი… რატომ..”- წერს ირმა ინაშვილი.

Multimedia.ge უსამძიმრებს დავით თარხან-მოურავს ამ ტრაგედიას.

სხვა ამბების წაკითხვა