“მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს “ნაცმოძრაობაში” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რაკლი კობახიძემ განაცხადა.
“გრძელდება დაპირისპირება; აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო “ნაცმოძრაობის” წევრი, თუმცა, მელიამ, თუ არ ვცდები, 8 საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია აუმხედრა ხაბეიშვილს და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება “ნაცმოძრაობის” შიგნით და ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს, რა თქმა უნდა, არის სისუსტის ნიშანი – “ნაცმოძრაობა” ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა თავისთავად ის რღვევა, რომელიც გრძელდება “ნაცმოძრაობის” შიგნით.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს