სოფელს დაანებონ თავი – საგარეჯოში მძღოლებმა ტექდათვალიერების პირობები გააპროტესტეს

338
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

საგარეჯოში მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი სოფელში ტექდათვალიერების კრიტერიუმების გამარტივებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი აქციების გამართვას აანონსებენ. მათი თქმით, გლეხი ვერ შეძლებს იმ თანხის გადახდას, რაც მანქანების შეღებვას და სხვა სარემონტო სამუშაოებს ითვალისწინებს.

მძღოლები თანხმდებიან, რომ ავტომანქანას წესრიგში უნდა ჰქონდეს მუხრუჭები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, თუ მანქანებს ვეღარ გამოიყენებენ, ქალაქიც და სოფელიც მშიერი დარჩება.

მათივე თქმით, 300 ლარად შეძენილ ავტომანქანაში 1000ან 2000 ლარს არავინ გადაიხდის სარემონტოდ, შესაბამისად მოუწევთ გაჩერება.  ისინი პირობას დებენ, რომ მათი მანქანებით ქალაქში არ შემოვლენ და თუ მაინც დაფიქსირდა ასეთი ფაქტი, თანხმდებიან, რომ ასეთი მძღოლი დაჯარიმდეს და მანქანა ჩამოერთვას.

“ეს მანქანა აღარ ექვემდებარება რემონტს, ჩემი მანქანის მდგომარეობა თავიდან ბოლომდე მარტო მე ვიცი, ხელოსანს რომ მივუყვანო, ის ვერაფერს გამიკეთებს, უამისოდ ქალაქი დაგრჩებათ მშიერი, ეს მანქანები აკეთებს საქმეს. ფუტკარი მყავს, ვენახი მაქვს და ამ მანქანის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებ”– ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

“ტექდათვალიერებაზე გვეუბნებიან, მანქანა დახაზულია და გადაღებეთ, ამ ხალხს არ აქვს ამის ფული. მანქანაში აქვს გადახდილი 300 ლარი და მანქანის გაკეთება უჯდება 1000-დან 2000 ლარამდე. არ აქვს გლეხს საშუალება. სოფელში შემოწმდეს მხოლოდ მუხრუჭები, რომ ერთმანეთს არ დავეჯახოთ. ქალაქში დააყენონ ის ჭკვიანი კამერები , თუ დააფიქსირეს ჩვენი მანქანები ქალაქში შესული, დააჯარიმონ, წაართვან, ყველაფერზე ვაწერთ ხელს, დანარჩენი, სოფელს დაანებონ თავი”- ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE