ბოლო ამბები
11/10/2024

ერთი პოსტი დავდე, ქართველებს დავეხმაროთ თქო უკრაინაში და კომენტარებში არ დამაკლეს არაფერი! რამ შეგშალათ ხალხო ასე?!

გაზიარება

ერთი პოსტი დავდე ქართველებს დავეხმაროთ თქო უკრაინაში და კომენტარებში არ დამაკლეს არაფერი! რამ შეგშალათ ხალხო ასე?! – ასე ეხმიანება სოფო ჭყონია მისი პოსტის კომენტარის ავტორებს.

სოფო ჭყონია პოსტში წერდა, რომ უკრაინაში მებრძოლთა დანაყოფს, სადაც ქართველებიც არიან, კვადროციკლის შესაძენად 12 ათასი დოლარი სჭირდებათ.

“რამ გაგაბოროტათ?! რამდენს გიხდიან ადამიანების ასეთ გინებაში?!
მეც დავეხმარე არაერთხელ და კიდევ ბევრი ადამიანი ეხმარება და ასე მთელი ჩემი ოჯახის გინება, არ ვიცი. ალბათ მე აღარ მესმის საქართველოსი….. მაპატიეთ“- წერს ჭყონია.

 

სხვა ამბების წაკითხვა