22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

გმადლობთ, ვინც ამ პროვოკაციას არ აჰყევით – “კაბუ”

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

“გმადლობთ, ვინც ამ პროვოკაციას არ აჰყევით და ჩემ გვერდით დარჩით, მიუვარხართ და გმადლობთ კიდევ ერთხელ”- წერს კახა აბუაშვილი (კაბუ) სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც მან საპატიმრო დატოვა.

შეგახსენებთ, აბუაშვილი  27 ნოემბერს დააკავეს ქალზე ძალადობის ბრალდებით და შემდეგ, უკვე რამდენიმე მუხლი დაემატა, ესენია:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) – 2 წლამდე პატიმრობა;
  • 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) – 1 წლამდე პატიმრობა;
  • 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) – 6 წლამდე პატიმრობა.

კახა აბუაშვილი სასამართლომ 10 ათასი ლარი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.