MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ამ დროისთვის ნაციონალური მოძრაობის შტაბში იმყოფება. მასზე სასამართლოს დაკავების სანქცია აქვს გაცემული, თუმცა ოფისში სამართალდამცველები 2 დღეა არ გამოჩენილან, მიუხედავად იმისა, რომ კუპრავა მის ადგილსამყოფელს არ მალავს.

კუპრავა თავს შინაპატიმრობაში მყოფ და პოლიტიკურად დევნილად მიიჩნევს. ის ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს, რომ მის წინააღმდეგ არსებული საქმეები უკან გაიწვიოს და შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირობას დებს, რომ გაასაჯაროვებს ისეთ მასალებს, რაც ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარვის ფასად დაუჯდება.

“მივმართავ შინაპატიმრობაში მყოფი უკანონო პატიმარი, ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და მის ხელის ბიჭს გახარიას..!

ვინ ვინ და თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ მე ორივე საქმეში უდანაშაულო ვარ.. 
თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ მე ვიდევნები მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ნაკლები პრობლემა და მეტი კომფორტი გქონდეთ.

თქვენი ბრძანებით, მე დღეს შინაპატიმრობაში ვარ. არ გაბედოთ! არ გაბედოთ და არ გასცეთ მეტი უკანონო დავალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ ამისთვის გადაიხადოთ დიდი პოლიტიკური ფასი. 

იმდენად დიდი, რომ ამის საფასურად შესაძლოა ხელისუფლება დაგიჯდეთ!!!
უსამართლობას არ გაპატიებთ!“- წერს ზვიად კუპრავა.

თქვენი კომენტარი?