არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მათი უმრავლესობა მყარია და 2020 წელსაც მყარი პოზიციებით გავა არჩევნებზე

303
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა არ იშლება და ის 2020 წლამდე შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ქრონიკის ეთერში.

“იმ დეპუტატების გასვლით, პარლამენტში აღარ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იყო თვითმიზანი, ეს იყო შედეგი, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ არჩევნებში.”- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, ” ქართული ოცნება” საკმაო პოზიციებით გამოვა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE