რუსა შელიამ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“არც ისე ცოტა ხანია ამ დღეს ველოდები! სათქმელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვრჩები ჩემ პროფესიაში და მალე აქტიურად დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედია პლატფორმიდან! წარმატებები ჩვენ ქვეყანას დასავლურ გზაზე!”– წერს რუსა შელია, ხოლო კომენტარების ველში, ტელეკომპანია “იმედი”-ს მოქმედი თანამშრომლის კითხვას პასუხობს, თუ რატომ დატოვა ტელევიზია.
“მოკლედ, ამბავი ქრონოლოგიურად იყო ასე: “აგენტების კანონზე” ჩემ პოსტამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, ნიუსის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გამიშვა გერმანიაში კიდევ ერთი წლით ვიზის გასაგრძელებლად, ანუ 2024 წლის აპრილამდე მუშაობის შემოთავაზებით და მეტიც, დამატებით კიდევ ერთწლიანი პირობით, რომ ბიურო მუშაობას გააგრძელებდა მინიმუმ 2024 წლის დეკემბრამდე. მაშინდელ პროცესებზე ჩემი პოსტისა და პოზიციის გამო, იყო ბევრი ზარი და ახლა, ეს ყველაფერი შეგიძლია სიტყვასიტყვით გადაამოწმო მანდ”- პასუხობს რუსა შელია ერთ-ერთი თანამშრომლის კომენტარს.
რუსა შელია 2020 წელს პოლიტიკური გადაცემა “არენა”-ს წამყვანი იყო.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს