ვაი, თქვენ და ვაი, თქვენს ოცნებას, თუ გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სიმართლე არ იცის

256
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

“ქართული ოცნების” ახალგაზრდები ცდილობენ, საზოგადოება და, უპირველესად, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნონ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა არაფერს ნიშნავს.

ამბობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმისთვის სჭირდებოდათ და ახლა, როცა ეს რეფორმა გატარდა და ცვლილებები მიღებულია, აღარც იყო ამგვარი უმრავლესობის საჭიროება.

სინამდვილეში, ამ ახალგაზრდების მიზანი ბიძინა ივანიშვილის რისხვის შერბილებაა, რადგან პარტიის თავმჯდომარემ ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ ამ ახალგაზრდების ქედმაღლობამ და კუდაბზიკობამ გამოიწვია “ქართული ოცნების” ძველი სახეების განაწყენება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების პროვოცირება.

მოსალოდნელია წყალქვეშა დინებების კიდევ უფრო აჩქარება, რაც ბევრს გაიყოლებს. ჰოდა, ეს დამფრთხალი ლუპუსტაკები პროცესს იმგვარად წარმოაჩენენ, თითქოს დიდი არაფერი მომხდარა.

ვაი, თქვენ და ვაი, თქვენს ოცნებას, თუ გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სიმართლე არ იცის! იმაზე მეტი იცის, ვიდრე წარმოგიდგენიათ და იმაზე მწარედ დაგახეთქებთ, ვიდრე მოელით!”– წერს ბონდო მძინარაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE