თუ ვინმეს იმის მოლოდინი აქვს, რომ დავიწყებ აგრესიულ რიტორიკას ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ეს არ იქნება

304
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია “ქართული ოცნება” დატოვა. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მოუწია მმართველი გუნდიდან წასვლა.

„რადგან მივდივარ გუნდიდან, გასაგებია, რომ ჩემი რესურსი ამოვწურე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუ კი იმის იმედი მექნებოდა, რომ ჩემს პოზიციას რაიმესთან დაკავშირებით გაითვალისწინებდა, მაშინ ალბათ, იმის ვალდებულებაც მექნებოდა, ჩემი პოზიციის მტკიცება გამეგრძელებინა.

ჩვენ მთავარ საკითხზე ვერ შევთანხმდით. განსხვავებული აზრის მიუხედავად, უფლება უნდა გვქონდეს, ამ განსხვავებული აზრის შესახებ ქართველ ხალხს ველაპარაკოთ. ამ საკითხზე ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის განსხვავებული აზრი იყო.

თუ ვინმეს იმის მოლოდინი აქვს, რომ დავიწყებ აგრესიულ რიტორიკას ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ეს არ იქნება. არა იმიტომ, რომ ის ამას არ იმსახურებს, მგონია, რომ ამის უფლება არ მაქვს.

დღეს რომ მივდივარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვხედავ ნეგატიურს, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილთანაც, რა თქმა უნდა, პრეტენზიები მაქვს, მაგრამ თუ ჩემი რიტორიკა მის მიმართ აგრესიული იქნება, არ მგონია სწორი ვიყო“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE