ისტორია ახალგაზრდა გოგონას შესახებ, თავისი ტკივილით და განცდით-ჩემთვისაც იყო სულისშემძვრელი – ეკა ბესელია

327
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს საქმეზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ეკა ბესელია კომენტარს აკეთებს.  ის ეხმიანება 19 წლის ანი აროშიძის შესახებ გასულ რეპორტაჟს.

“მოკლედ ვეხმიანები იმ ისტორიას , რომელიც ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო- უკანონო ჩანაწერების გავრცელების გამო რამდენიმე ახალგაზრდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

ისტორია ახალგაზრდა გოგონას შესახებ თავისი ტკივილით და განცდით- ჩემთვისაც იყო სულისშემძვრელი. მე გავაკეთე ადრე განცხადება როდესაც დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობის საკითხი იხილებოდა. 

მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ- არ არის ჩემი ამოცანა და სურვილი ვიხილო გაუბედურებული და ცხოვრება არეული ახალგაზრდები მათი უნებლიე , გაუაზრებელი შეცდომის გამო.

მე არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია.
არ არის თვითმიზანი მათი საპყრობილეში გაშვება. ამიტომ მართებს გამოძიებას და სასამართლოს სიფრთხილე , სიზუსტე და სამართლიანობა.

მე როგორც დაზარებულს მექნება სწორედ ასეთი ადამიანური და სამართლიანი პოზიცია მათ მიმართ. ველოდები რომ გამოძიებამ იპოვოს რაც შეიძლება სწრაფად ვინ დაიწყო და ვინ იყო ორგანიზატორი ამ ველურობის და საზარელი დანაშაულის. ეს არის კითხვა რასაც მე არ მოვხსნი დღის წესრიგიდან.

აქვე , მედიას მინდა მივმართო,ამ თემებზე საუბრის თუ მსჯელობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო რათა თავიდან ავიცილოთ მსხვერპლის განმეორებითი ვიქტიმიზაცია. გაუფრთხილდეთ ადამიანებს!

ჩემი ბრძოლის ხაზი ყოველთვის გადიოდა ადამიანის დაცვაზე და მიზანიც ადამიანი იყო!  ასეც ვაპირებ გავაგრძელო როგორი ბარიერებიც არ უნდა აღიმართოს წინ”- აცხადებს ეკა ბესელია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE