ბოლო ამბები
12/10/2024

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ – გიორგი კირთაძე

გაზიარება

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ – განაცხადა პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა აჭარის რეგიონიდან გიორგი კირთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ურთულესი ზეწოლა, რომელიც მომდინარეობდა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან, არ იყო მაინც და მაინც რთული, რადგან იქ იდეების და იდეალების შენარჩუნებაზე იყო საუბარი და რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ყველამ ერთად ძალიან მარტივად შევძელით.

მაგრამ როდესაც იდეებიდან იცლება ის საქმე, რომლისთვისაც ვიბრძვი – მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ვრჩებით „ვარდების რევოლუციის“ იდეალების ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის.

მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი და მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვეს საპყრობილე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხელისუფლებას.

ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, თუმცა სამწუხაროდ, ამ ყველაფერს გავაკეთებთ ახალი პლატფორმიდან“. – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა