MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

დანაშაულის კვალიფიკაცია არის “განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში”

სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუწია გივი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით მასზე თავდასხმას და თანამზრახველთან ერთად პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ხალხმრავალ ადგილას მოქმედებაში მოიყვანა.

2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდნენ ავტომქანაში მყოფი გივი თარგამაძე, მისი მძღოლი და რამდენიმე გამვლელი.

ფოტო 2016 წელს მომხდარი აფეთქების ადგილიდან.

თქვენი კომენტარი?