“რა დროის ეგეთების გახსენებაა, პოლიტიკაა, ხომ გესმის” – ასე ამართლებდა ვანო ზარდიაშვილს ლევან გოგიჩაიშვილი (ვიდეო)

210
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ირაკლი კორძაიამ, რომელიც “ქართული ოცნების” მმართველობის პირველ წელს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეს-სამსახურს ხელმძღვანელობდა, გამოაქვეყნა ვიდეობლოგი ვანო ზარდიაშვილის შესახებ, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, სასამართლოს მანდატურების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს “ქართული ოცნების” აქციაზე მისვლას უკრძალავდა.

ამის მიუხედავად, ზარდიაშვილი დღეს სწორედ “ქართული ოცნების” სიით არის პარლამენტის წევრი.

ირაკლი კორძაიას ვიდეო 2017 წელს არის ჩაწერილი, თუმცა დღესაც აქტუალურია. ამ ვიდეოში ის საუბრობს ვანო ზარდიაშვილის შესახებ და როგორც  მასალიდან ვიგებთ, მას შემდეგ, რაც ზარდიაშვილმა ეს ვიდეო ნახა ძალიან შეწუხდა და კორძაიასთან დასაკავშირებლად შუამავლებს ეძებდა.

ერთ-ერთი ასეთი შუამავალი კი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი იყო. 2 წლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ გოგიჩაიშვილისთვის მიუღებელია დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი.

“რა დიდებული დღე ყოფილა-ორი წლის წინ მივუძღვენი ამ გარეწარს ჩემი პირველი ვიდეობლოგი. მერე აქ, მესენჯერში დამირეკა გოგიჩამ-2017 წლის 27 მარტი იყო, 22:06 საათი.

მოკლედ დიდი გულმოდგინებით მიხსნიდა, თუ როგორ შეწუხებულა ვანო ამ ვიდეოს გამო და მასთან შეხვედრის შესაძლებლობას იკვლევდა.

მე ვკითხე, იცის თუ არა მან, რომ მისი სასამართლოების პეროდში ზარდიაშვილი სასამართლოს მთავარ მენეჯერად მუშაობდა და მისი ფუნქცია ადეიშვილის მიერ დაწერილი განაჩენების კონტროლი იყო. –“კაი რა, იკაკო რა დროის ეგეთების გახსენებაა. პოლიტიკაა, ხომ გესმის”.

ნეტა უარყოფს? აბა ვნახოთ,  ეს იყო ჩემი ბოლო საუბარი გოგიჩასთან”– წერს ირაკლი კორძაია.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE