ბოლო ამბები
15/10/2024

ეს 0 ქულა დაწერა უკრაინის ხელისუფლებამ და ამით კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა საკუთარ მოსახლეობას – ბაკურ ბაკურაძე საბავშვო ევროვიზიაზე

გაზიარება

“უკრაინის ხელისუფლების მდაბიო და პატარა წარმომადგენლებმა, მდაბიო და პატარა გადაწყვეტილება მიიღეს – საბავშვო კონკურსზე  ბავშვებს უთხრეს ტყუილი, რომ უკრაინელებში, ამხელა ერში, არ აღმოჩნდა არც ერთი მადლიერი, რომ ქართველი ბავშვებისათვის მიეცა თუნდაც ერთი ხმა.”- ასე ეხმიანება რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე საბავშვო ევროვიზიაზე, უკრაინის მიერ, საქართველოსთვის ქულების არმიცემის ფაქტს.

“ეს 0 ქულა დაწერა უკრაინის ხელისუფლებამ და ამით კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა საკუთარ მოსახლეობას, უკრაინელ ხალხს, რომელიც გამოიყვანა უმადური, უზრდელი, უგუნური და ისეთი არარაობა, რომ დაივიწყა მრავალწლიანი მეგობრობა, ძმობა და ბავშვებს ტაში არ დაუკრა ობიექტურად კარგ შესრულებაზე. ესაა მთელი ამ ისტორიის ანი და ჰოე”- წერს ბაკურ ბაკურაძე.

სხვა ამბების წაკითხვა