ზნეობისგან დაცლილი და დემოგრაფიულად დაღუპული საქართველო შემოგვაჩეჩეს – ვალერი კვარაცხელია

341
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მოსკოვი, კრემლი.
ლენინს, სტალინს.
თბილისის თავზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა!
სერგო ორჯონიკიძე.


ამ ელვა-დეპეშის დაწერიდან თითქმის საუკუნე გავიდა.
თბილისის თავზე 70 წელი ფრიალებდა კომუნისტური წითელი დროშა.
თბილისის თავზე 28 წელიწადია ხან მენშევიკური, ხან მასონური დროშა ფრიალებს.

შედარეთ ერთმანეთს 70 წლიანი სოციალისტური პერიოდი და 28 წლიანი დასავლური, ფსევდო-დემოკრატიული პერიოდი.

შეადარეთ და აღმოაჩენთ, რომ ტერიტორიულად მთლიანი, ეკონომიკურად ძლიერი, დემოგრაფიულად ღონიერი, სოციალურად დაცული, კულტურით, ზნეობით, პერსპექტივით აღსავსე ექვს მილიონიანი საქართველოს ნაცვლად ტერიტორიულად დაშლილი, ეკონომიკურად განადგურებული, კულტურისა და ზნეობისგან დაცლილი, პერსპექტივას მოკლებული, მოსახლეობით განახევრებული, დემოგრაფიულად დაღუპული საქართველო შემოგვაჩეჩეს.

შეადარეთ და აღმოაჩენთ, რომ ქართველი, რომელიც საკაცობრიო სიტყვას ამბობდა მწერლობაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტში, საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, დღეს მოშვებული, დაჩლუნგებული და დადუმებულია…

შეადარეთ და აღმოაჩენთ, რომ ქართველი, რომელიც მრავლდებოდა და ძლიერდებოდა, დღეს დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, რომ საქართველოში ქართველთა ხვედრითი წილი გეომეტრიული პროგრესიით მცირდება, გადამთიელთა ხვედრითი წილი კი ასეთივე წესით იზრდება…

დღეს, 25 თებერვალს, ტელეეკრანებიდან გადმომდგარან ორი ტიპის ქართველები – ნაძირალები და ბრიყვები და ცხარე ცრემლებით მოთქვამენ, – ეს დღე საქართველოს დაღუპვის დღეაო!

ნაძირალები ისინი არიან, რომლებსაც ესმით რა რა არის, მაგრამ მათი ამ ცრუ პოზიციიდან სარგებელს იღებენ. ბრიყვები კი ისინი არიან, რომლებსაც ანალიზისთვის გონება არ ჰყოფნით და თუთიყუშებივით იმეორებენ იმას, რაც ტელევიზიიდან ესმით.

მსოფლიო გეოპოლიტიკურ სისტემაში სტალინის მიერ განსაზღვრული მყარი ადგილი არ მოგწონდათ, სტალინური სოციალისტური სისტემა და ადამიანის ყოველმხრივი დაცულობა არ მოგწონდათ, სტალინური წესრიგი და შრომის ნაყოფიერება არ მოგწონდათ, მშრომელი ადამიანების ბედზე სტალინური ზრუნვა არ მოგწონდათ და ბოლო 28 წლის განმავლობში ყაჩაღების მიერ პრივატიზებული, მითვისებული, გადანაწილებული, შესყიდული და გაყიდული საქართველო მოგწონთ?

არა, შეუძლებელია გაძარცვულ ხალხს მძარცველები მოსწონდეს!
არა, შეუძლებელია ხალხს სტალინი არ მოსწონდეს და საქართველოში ფსევდო-დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დასავლეთის მიერ მოთრეული მატყუარა პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები მოსწონდეს!
არა, შეუძლებელია ხალხს სამართლიანი ცხოვრება არ მოსწონდეს და უსამართლო ცხოვრებას შეჰხაროდეს!

არა, შეუძლებელია ხალხმა ისტორიულ სიმართლეს ზურგი აქციოს და სიცრუეს დაემონოს!

არა, შეუძლებელია ხალხს სამართლიანობისა და აღმშენებლობის მომტანი 25 თებერვალი სძულდეს და ამ თარიღის ალტერნატივა – დანგრეული და დაქცეული საქართველოს რომელიმე სიმბოლო უყვარდეს!

ავტორი: ვალერი კვარაცხელია

თქვენი კომენტარი?
IMG.GE