ნელ-ნელა ვრწმუნდებით, რომ „ოცნების“ თითქმის ყველა დაპირება იყო ლიტონი სიტყვები

404
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“შენების მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის 7 წლის თავზე გამოჩნდა, რომ მმართველი პარტიის თითქმის ყველა დაპირება იყო ან ლიტონი სიტყვები, ან ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო დანაპირების შესრულება. ამ საკითხზე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “პირველი”-ს გადაცემა “დღის ამბებში” სტუმრობისას ისაუბრა.

„7 წლის თავზე ადამიანები ნელ-ნელა ვრწმუნდებით, რომ „ოცნების“ თითქმის ყველა დაპირება იყო ლიტონი სიტყვები და ივანიშვილმა ან ვერ შეძლო დანაპირების შესრულება, ან თავიდანვე თვალთმაქცობდა.

ამის საფუძველს კი მაძლევს ის ფაქტიც, რომ იმ ცხრა წლის მანძილზე, ივანიშვილი იყო სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერიც, დამფინანსებელიც და გუნდრუკის მფრქვეველიც…

და რა გამოდის, რამდენიმე ადამიანი იყო ზედმეტი იმ „ნაციონალურ“ მოძრაობაში და დანარჩენი სისტემა მისაღები ყოფილა?!
დიახ, სააკაშვილს ყავდა მორჩილი უმრავლესობა ივანიშვილს სურდა იგივე.

ანუ, ეს არის უკვე გაკვალული არასწორი გზა, რომელსაც დაადგა ბიძინა ივანიშვილი“. – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თქვენი კომენტარი?