ჩემთვის ეს არის ძალიან მტკივნეული თემა – ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

355
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო  და ეს ინფორმაცია დეპუტატმა ბაქოში, ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა.

ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის მტკივნეული იყო, თუმცა სწორი იმ ადამიანების წინაშე, ვისთან ერთადაც 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვება იქნა მიღწეული.

“ჩემთვის, ეს არის ძალიან მტკივნეული თემა და გადაწყვეტილება, რომელიც მე პრაქტიკულად მიღებული მაქვს, არ მგვრის ეს სიამოვნებას, მაგრამ ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება იქნება სწორი, ასევე სწორი იქნება ჩემი თანამებრძოლების, მეგობრების და იმ ხალხის წინაშე, ვისთან ერთადაც ჩვენ მოვიტანეთ 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი” -განაცხდა ზვიად კვაჭანტირაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE