ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის იუმორისტული პოსტი ლევან ხაბეიშვილის ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, სადაც ამერიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა
მაიკ პენსი ურეკავს დონალდ ტრამპს:
– დონალდ, იცი, დღეს ვინ ვნახე?
– რანაირი კაცი ხარ, ვაშინგტონში კიდევ გიკვირს ვინმეს ნახვა?
– არა, შენ ვერც კი წარმოიდგენ, ვინ ვნახე.
– ვინ ნახე ამისთანა, კაცო, ასე რომ გადაირიე?
– საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი.
– სააკაშვილი?
– არა, რა სააკაშვილი. ეგ მკურნალობს.
– აბა, ვინ ნახე?
– ხაბეიშვილი ვნახე, დონალდ, ლევან ხაბეიშვილი.
– ვააა, ვაშინგტონშია? მერე, რა გითხრა?
– არაფერი, რა უნდა ეთქვა, გამიღიმა.
– სულ არაფერი თქვა?
– ერთი სიტყვაც არ უთქვამს, იდგა და იღიმოდა. მეც გამიღიმა, დონალდ, წარმოგიდგენია?!
– შე ბედნიერო! – შურით წარმოთქვა ტრამპმა და ტელეფონი გათიშა”- წერს ბონდო მძინარაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს