განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

მერაბ მეტრეველი – ჟურნალისტი


“ივანიშვილი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა დონის პრობლემები შეიძლება შეუქმნას მას ფსონის მურსიძე-ჩინჩალაძეზე დადებამ.

ის შეიძლება თავს იმით იიმედებს, რომ უმრავლესoბას სულ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს და შესაბამსიად ხელისუფლების დაკარგვამდე შორია, მაგრამ აქ მთავარი ბესელიას, ან გედი ფოფხაძის წასვლა ხომ არაა.

ეს პროცესი მას ჯერ კიდევ შემორჩენილ მხარდმჭერებს აკარგვინებს, იმ ხალხს, ვინც მას და ოცნებას მხარს მხოლოდ იმიტომ უწერდა, რომ ნაცები და სააკასვილი სძულს. ახლა კი ეს ხალხი ხედავს, რომ ყველა ვინც მათ თვალში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლასთან ასოცირდებოდა, ოცნებიდან მიდის, ხოლო ოცნებაში რჩება ისეთი ხალხი, ვინც 2016 წლამდე პოლიტკაში არც უნახავს და უფრო მეტიც, – ზოგი საერთოდ სააკაშვილის ხელისუფლების ნაწილი იყო.

ისინი ხედავენ, რომ ივანიშვილის დასაყრდენი ნაცების მოსამრთლეები არიან და ყველაზე ერთგულებსაც კი უჭირთ მათი ლიდერის ამ ნაბიჯის გაპრავება. ივანიშვილს არანაირი სოციალური პრობლემები არ დააკარგინებს იმდენ მხარდამჭერს, რამდენასაც ეს პოროცესები!”

თქვენი კომენტარი?