ბოლო ამბები
01/12/2024

ლევან ხაბეიშვილი ნიუ-იორკის მერიის თანამშრომლებს შეხვდა

გაზიარება

ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ნიუ-იორკის მერიის თანამშრომლებს შეხვდა, კერძოდ, მერის წარმომადგენელს საგარეო და ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულებით.

“ნიუ-იორკის მერიაში შევხვდით კრისტენ კაუფმანს, რომელიც არის ნიუ-იორკის მერის წარმომადგენელი საგარეო და ეკონომიკური მიმართულებით.

დედაქალაქში რომ გაუვალი საცობებია და ეკოლოგიური კატასტროფა რომ გვაქვს, ამ თემაზე ვისაუბრეთ, რათა ნიუ-იორკის მერიამ გაგვიზიაროს მათი გამოცდილება ეკოლოგიური მიმართულებით, თუ როგორ ებრძვიან დაბინძურებულ ჰაერს, როგორ შეიძლება, რომ სატრანსპორტო მიმართულებით ჩვენს ქალაქში არ იყოს კოლაფსი.

მნიშვნელოვანია, რომ შევიძინეთ კიდევ ერთი დამატებითი კონტაქტი ნიუ იორკის მერთან და ჩვენ ყველგან გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ლობირებას, მათი ინტერესებისთვის მუშაობას, თუნდაც ასეთ ლოკალურ თემებზე, როგორიც არის საცობები, ეკოლოგია, ვიმუშავებთ ყველა დიდ ქალაქში იმისთვის, რომ გავიზიაროთ საუკეთესო გამოცდილებები სხვადასხვა დიდი ქალაქების და ცხადია, წარმოუდგენელია არ გვინდოდეს გავიზიაროთ ნიუ-იორკის ეკონომიკა”- წერს ლევან ხაბეიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა