პასუხი ბანდიტურ -კრიმინალურ სექტას, ეს გინდოდათ? – ლადო ბედუკაძე

452
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ლადო ბედუკაძე


“პასუხი ბანდიტურ -კრიმინალურ სექტას, ე.წ. პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 

ეს თქვენ დგამდით სპეცოპერაციებს, აფეთქებდით ავტობუსებს, უდებით იარაღს ადამიანებს და აკავებდით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის (საბედნიეროდ, გვიან, მაგრამ გამამართლებელი განაჩენი დადგა რიგი ადამიანებისთვის) ,

 სამშობლოს ღალატისათვის “შიფრავდით” არარსებულ რუსეთის აგენტებს, წამებით აიძულებდით მათ ეღიარებინათ „ჩადენილი დანაშაული“ ( სწორედ, ასეთი რიგითი წარუმატებელი აქციის მცდლობის დროს მოკალით ელდარ ქობალია, სერგო თეთრაძე..)

ეს თქვენ აფეთქებდით „სტრატეგიული პარტნიორების“ საელჩოებს და აიძულებდით საცოდავ ადამიანებს- მერაბ ყოლბაიას, იგივე „კოჭოიას“,მალხაზ არქანიას ეღიარებინათ არ არსებული დანაშაული,

ეს თქვენ დგამდით მოდელირებულ ქრონიკებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებდით საზოგადოებას, ეს თქვენ ნათლავდით „ოპოზიციურ“ პოლიტიკოსებს რუსეთის აგენტებად, რომლებიც თქვენვე გიმღერიან დღეს დითირამბებს,

ეს თქვენ აშენებდით კორდონის თბილისს, დეკორაციებს, აგებდით უხარისხო გზებს, ქვეყანას ამსგავსებდით პოტიომკინის სოფლებს და ორ-სამ წელში უხარისხოდ გაკეთებულისათვის იჭერდით თქვენივე უკანონო ბრძანებების შემსრულებლებს და ხელს ახოცდით.

თქვენი სტილია, თქვენი მეთოდია დ ა დ გ მ ა, მოდელირება და თუ რამ ვისწავლე, თქვენგან ვისწავლე პატივცემულებო!

ეს გინდოდათ?! რეალურად კი, არ მჭირდებოდა არანაირი „დადგმა“, გულით გსურთ, გინდათ საზოგადობას დაავიწყოთ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები- ქუჩებში, მოედნებზე ჩახოცილი ასობით, ციხეებში ძალდობით 800-ზე მეტი გარდაცვლილი, 300 ათასზე მეტი საპყრობილეებს გამოვლილი, 600-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ბედი, „ახეული“, შუაღამით საპყრობილეებში „ნებაყოფობით“ გადაფორმებული ბიზნესი…

p.s. და თუ ეს მართლა დადგმულია, მე რას მერჩით, თქვენს თავს დააბრალეთ, თუ ერთი, როგორც თქვენი მამამარჩენალი იტყოდა „უნიჭო რეჟისორის და ერთი მსახიობის“ თეატრით ჩამოიშალეთ, დაიქეცით და ტალღამ ჩაგყლაპათ! ვიცი, პოსტებს კითხულობთ, ჰოდა ახალი „სიუჟეტისთვის“ გაითვალისწინეთ!”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE