ბახტაძეს რომ შეხედავ, სერიოზულად ხომ არ შეიძლება აღიქვა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე? – ან რა ხალხია პარლამენტში

304
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე სამარცხინოდ მიიჩნევს დღევანდელ პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს. ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებაში გაურკვეველი პოლიტიკური მსოფლმეხდველობისა და იდეების ადამიანები არიან, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ ქვეყნის სასიკეთოდ.

“ბახტაძეს რომ შეხედავ, სერიოზულად ხომ არ შეიძლება აღიქვა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, სირცხილია უბრალოდ. შეიძლება ცუდი ადამიანი არ არის,  ვწუხვარ, ახალგაზრდა კაცია და ასე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი ქვეყნის პრემიერი რომ გამოჩნდება ეკრანზე, გარდა ღიმილისა, რაღაც განცდა ხომ უნდა გქონდეს მოქალაქეს?  გეფიცებით თუ ამას გულის ტკივილით არ ვამბობდე. დღეს ვუყურებდი, ან რა ხალხია პარლამენტში, ვინ არიან?  ასეთი სამარცხვინო  პარლამენტი და ხელისუფლება გახსოვთ საქართველოში?  – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემაში “ბარიერი”.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE