გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი შერიგდნენ – შეხვედრა წლების შემდეგ

529
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გაერთიანებული ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ერთმანეთს ჰელსინკში შეხვდნენ. ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა, გიგი უგულავამ და გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრეს. მთავარი თემა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.შეგახსენებთ, რომ “ევროპულმა საქართველომ” საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა.

2017 წელს  გიგი კი უგულავამ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მან გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ ის არაა ნაციონალური მოძრაობის შემქმნელი, თუმცა პარტია მან დაშალა. თბილისის ყოფილმა მერმა ასევე თქვა, რომ სააკაშვილი “საკუთარი თავის პრობლემაა” და არა ქვეყნის.

გიგი უგულავამ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც, მისი თქმით, ლიდერობას აღარ ასხივებს, მანქანას შეადარა:

“ჩვენ პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ, როცა ის მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო, და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს, მაშინ სხვა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, მაშინ ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში”.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE