23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

როცა ჩემი ოჯახით მხედრიონის ტყვიებს ვემალებოდი, ამ საიტის შემოქმედები მოსკოვში სწავლობდნენ – გიორგი კალანდია ელენე ხოშტარიაზე

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

“როცა ჩემი ოჯახით მხედრიონის ტყვიებს ვემალებოდი, ამ საიტის შემოქმედები მოსკოვში სწავლობდნენ”- ასე ეხმიანება ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის ავტორობით შექმნილ საიტ MONA.GE- ზე მისი სახელისა და გვარის გამოქვეყნებას.

“ჩემი ოჯახი არის პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე და მე გამოვლილი მაქვს, რა არის პოლიტიკური რეპრესიები. სხვათა შორის, ვინც მე დღეს MONA.GE-ზე მათავსებს, ამ საიტის შემოქმედები, როცა ჩემი ოჯახის წევრები და მე თბილისის მიტინგებზე მხედრიონის ტყვიებს ვემალებოდით. ისინი მოსკოვში სწავლობდნენ”- განაცხადა გიორგი კალანდიამ “იმედის კვირისთვის” მიცემულ კომენტარში.

როგორც ცნობილია, გიორგი კალანდია სასამართლოში ჩივილს აპირებს.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიასა და ზურა ჯაფარიძის შექმნილ საიტზე mona.ge – გიორგი კალანდიას ფოტო და გვარ-სახელი გამოქვეყნდა, მასზე წერია, რომ  ის ნერგავს თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას და  არის კულტურის სფეროში რეპრესიების ერთ-ერთი განმახორციელებელი.