MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე თიბისი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის ადვოკატის შესახებ საუბრობს და მიიჩნევს, რომ მან დამცველი უნდა შეიცვალოს იმ განცხადების შემდე, რაც გაავრცელა.

“ბატონ ხაზარაძეს ვურჩევდი ადვოკატის შეცვლას. მგონია, რომ ბატონ კორძაძეს გენპროკურორობა სურს [ადვოკატების კბილაშვილ-თადუმაძის ფონზე, რასაკვირველია, ამ ადვოკატსაც რომ ჰქონდეს სურვილი, არაა გასაკვირი.

ჩემი აზრით, კორძაძე ხაზარაძის წინააღმდეგ მუშაობს – ჯერ განაცხადა 80 მილიონი გავათეთრეთ 17 კი არაო და ახლა ამ გრიფზე თავსლაფი დაისხა.

ისე კი ამ თემაზე აქტიურად მოლაპარაკე ქალბატონი თინა ხიდაშელი ან სხვა რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი-ანალიტიკოსი ხომ არ დაექირავა ადვოკატად? გაცილებით უფრო სარფიან რეკომენდაციებს იძლევიან ტელეეთერებში..”– წერს გია აბაშიძე ფეისბუქში.]

თემის გაგრძელება:

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

თქვენი კომენტარი?