აკაკი ზოიძე მთავრობას ამჯერად თუთუნის გაძვირებას სთხოვს

552
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მთავრობა ამჯერად თუთუნის გაძვირებას ფიქრობს, ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა და მიზეზად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება დაასახელა.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ აქციზის ფასი გასახვევი თამბაქოზეც გავზარდოთ. რეალურად მოიმატა აქციზის ფასმა ფილტრიანსა და უფილტრო თამბაქოზე, ახლა დარჩა გასახვევი თამბაქო, ე.წ საბითუმო თამბაქო, რომელზეც გადავიდა საზოგადოების ნაწილი, რადგან უფრო იაფი გამოდის. ფასი არის თითქმის ერთადერთი ბარიერი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ მოწევა არ დავიწყოთ. ჩვენთან ცამეტი წლის ადამიანები რეგულარულად ეწევიან და ეს კატასტროფაა, საერთოდ ეპიდემიაა, როდესაც მოსახლეობის მესამედი ეწევა. აქციზი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლითაც ხდება პრევენცია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE