ბოლო ამბები
12/10/2024

რა ოჯახის სიწმინდე, რა იდენტობა? – გიორგი მარგველაშვილი (ვიდეო)

გაზიარება

“რა ოჯახის სიწმინდე, რა დნმ, რა იდენტობა?  რომელი ქვეყანა არის მსოფლიოში, რომელსაც სხვანაირი ოჯახის სიწმინდე აქვს? რომელიმემ მომიყვეს”– ასე ეხმიანება გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას,რომელშიც ის ნაც.მოძრაობის ხელისუფლებაზე საუბრობდა და თქვა, რომ 2004 წელს წარმოდგენილი იყო ახლებური ხედვა, რომელიც ემსახურებოდა ახალგაზრდებზე ექსპერიმენტების ჩატარებას, სურდათ ახალი ადამიანის გამოყვანა, იყო მცდელობა, შეეცვალათ ეროვნული იდენტობა, რაც იყო უტოპია, რომელიც ძალიან მალე დასრულდა.

“რა ქართული ოჯახის სიწმინდე? უნგრული ოჯახი სხვანაირად წმინდა არის? – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომლისთვისაც ასევე გაუგებარია მმართველი გუნდის განცხადებები ეროვნულ იდენტობასა და ოჯახურ ფასეულობებზე.

სხვა ამბების წაკითხვა