აკაკი ზოიძე თამბაქოს გაძვირებაზე ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა

352
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აკაკი ზოიძე თამბაქოს გაძვირებაზე ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

“თამბაქოს ფასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე: თამბაქოზე ფასის 10 პროცენტიანი მატება იწვევს თამბაქოს მოხმარების 2-5 პროცენტით შემცირებას. ბავშვებში და ახალგაზრდებში კი ეს ეფექტი 5-8 პროცენტამდე იზრდება.

ჩვენნაირი შემოსავლების ქვეყნაში ფასის გამო თამბაქოს მოხმარების შემცირება კიდევ უფრო გამოხატულია. რაც თავის მხრივ ნიშნავს ათიათასობით გადარჩენილ სიცოცხლეს. ოღონდ ამ ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ არ იარსებებს ქვეყნაში იაფფასიანი ჩამნაცვლებელი – კონტრაბანდა და/ან დაბალი განაკვეთით დაბეგრილი “საბითუმო” თამბაქო.

აი ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის ლოგიკა, რომელმაც სამწუხაროდ ასეთი აგრესია გამოიწვია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: თამბაქო ერთადერთი ლეგალური პროდუქტია, რომლის დანიშნულებისამებრ მოხმარება კლავს მომხმარებელს და მის გარშემო მყოფთ.”– ამბობს ზოიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE