MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტი ნინო დარასელი, პატიმრობაში მყოფი დედის, რუსუდან კერვალიშვილის შესახებ საუბრობს.

“დედაჩემი 2 წელია არ მინახავს, მაია კი 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ვახოს ამბავზე ვნახე რამდენიმე საათით გამოსული. მათი ნახვის საშუალება მაქვს, მაგრამ არ ვნახულობ, არ მინდა იქ ვნახო, სადაც მათი ადგილი ნამდვილად არ არის.

რუსო ყოველდღე მირეკავს და იმის მაგივრად, რამეზე დაიჩივლოს, სულ კარგ ამბებს მიყვება და ფაქტიურად ჩემი პირადი ფსიქოთერაპიით არის დაკავებული.

მაგალითად, გუშინ მეუბნება: დედიკო, აქ ხომ ხეები არ არის და ამიტომ გაგიჟდები, ისეთი ლამაზი და დიდია აქედან ცა, რამდენჯერ იცვლის ფერს დღის განმავლობაში და რა საოცარი სანახავიაო (ხეები რომ არ არის და ზაფხულში პირდაპირი მნიშვნელობით რომ არ ისუნთქება, ვითომ არა უშავს), ჰო და პლუს აქ ციხის მაღაზიაში უცნაური ფერის სათვალეები ვიყიდე ფერადი შუშებით და იმით ვიხედები და სხვა ხალხიც ამყვა და გადასარევად ვერთობითო.

სულ ცოტა სევდიანი უნდა ყოფილიყო ეს ამბავი, მაგრამ რუსო ამის გზას არ მიტოვებს და მეცინება. დღეს დავაფიქსირე, რომ მეც არაერთხელ ავხედე ცას, რომელსაც რუსოც უყურებს და სულ სხვანაირად ლამაზი მომეჩვენა. ჰოდა, აი ახლაც მორიგი გახედვისას ფანჯრიდან ბრჭყვიალა ვარსკვლავის გამოჩენაზე გამახსენდა, რომ 2 წლის წინ ამ დროს ჩვენი პატარა მანათობელი თრინითი რჩეულიშვილი დაიბადა. ვუსურვებ მას ბევრ სიხარულს, სიყვარულს და უღრუბლო ცას“. – წერს ნინო დარასელი.

თქვენი კომენტარი?