მიიღებთ თუთუნის რევოლუციას – გუბაზ სანიკიძე

618
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

დემოკრატიული მოძრაობის წევრ გუბაზ სანიკიძის თქმით, სიგარეტის გაძვირების შემდეგ ის თუთუნის მომხმარებელი გახდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “სპექტრში” სტუმრობისას ისაუბრა. მისივე თქმით, თამბაქოზე ფასის მომატებით ხელისუფლება გაცილებით მეტ მოწინააღმდეგეს შეიძენს, რაც შესაძლოა რევოლუციით დასრულდეს.

“გადასული ვარ თუთუნზე, მიიღებთ თუთუნის რევოლუციას” – განაცხადა სანიკიძემ. როგორც ცნობილია თუთუნის მომხმარებელი გახდა ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. ამის შესახებ კი დავით აქუბარდიამ განაცხადა, რომელიც უშუალოდ ესაუბრა ექსპრეზიდენტს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE