ასეთი წერილის დადასტურება ხომ შინაგან საქმეთა მინისტრის იმპიჩმენტის პირდაპირი საფუძველია? – ირაკლი მელაშვილი

327
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ირაკლი მელაშვილი


ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლა მძიმე მოსასმენი იყო.  ფაქტია,რომ ამ ქვეყნის ორი სერიოზული, გავლენიანი ფიგურიდან მინიმუმ ერთი იდიოტი და სულელია.

ან შინაგან საქმეთა მინისტრი, გახარია, რომელიც საკუთარი სისხლის სამართლის დანაშაულის სამხილს ქმნის, მუქარის წერილს უგზავნის ბიზნესნმენს, რომელშიც მას დისკრედიტაციით, საქმიანი რეპუტაციის შელახვითა და ავტორიტეტის განადგურებით ემუქრება, ან ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნდან ასეთ ტყუილს ამბობს და საჯაროდ ცილს წამებს შს მინისტრს, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია. ვინც არ უნდა ტყუოდეს, ორივე შემთხევაში აი ძალიან ცუდ ადგილას ვართ მთელი ქვეყანა:

P.S. როცა თანამდეობის პირის მიერ გამოგზავნილ მუქარის წერილზე საუბრობ და შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენაზე პარლამენტარებს უარს ეუბნები, ეგ დანაშაულის დაფარვაა არაა?ასეთი წერილის დადასტურება ხომ შინაგან საქმეთა მინისტრის იმპიჩმენტის პირდაპირი საფუძველია?”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE