ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა

404
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

4 წლიანი პაუზის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ოცნებაში დაბრუნდა და ის პოლიტიკური მდივნის პოზიციას ჩაიბარებს. ამის შესახებ ოფიციალურ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

“დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თანამდებობებზე პარტიის მდივნების დანიშვნის თაობაზე.

შემოღებულ იქნა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ვოლსკი.

აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნის და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას.

ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში და რომელმაც პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში.

პოლიტიკური მდივნის რანგში, ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში.”– განაცხადა კახა კალაძემ.

 

თქვენი კომენტარი?